მოჩვენება სასახლის


ნინო დარბაისელი

მოჩვენება სასახლის

რას არ მოიგონებენ,
რას არ გაგაგონებენ,
როგორ გადაღონებენ
ერთურთს ეუბნებიან:

- ამ სასახლეს ძველისძველს,
ამ სასახლეს დაუცველს,
სხვებმა როგორ გაუძლეს.
ბნელს და მოჩვენებიანს?

მე - საქმე მაქვს იმდენი,
დრო-ჟამს მარტო მივდენი,
სხვაფრივ  არდამრიდენი
აქ - არც შეყოვნდებიან.

ხანდახან მომინდება
დარბაზთა დაბინდება,
ბნელი - დაიწინდება.
ხავერდის ფარდებია.

წინაპრებს  აშენებად
უღირდათ და  მშვენებად!
ამათ - რა  ეჩვენებათ?
შიშსაც  მოუცელია!

ქვაზე მიეძინა ხავსს.
საიდუმლოს ინახავს?
უცხო აქ არ  მინახავს
მე - ორასი წელია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი