ოქსიუმორონი ბებიის სურათთან


ნინო დარბაისელი

ოქსიუმორონი ბებიის სურათთან

ესეც - სიბერე!
შენი ხნისა ვარ, აგე, ბები!
ეს ნიშნავს -
-  როცა ახალ სიყვარულს ვერ ეგებები.
მოგწყინდა  - მისი  უნაზესი ვერაგობები,
ფუჭ-კარგობები, კოშკეულის ვერ აგებები,
გაცუდებული წაღმა-უკუღმა ნაქარგობები…
გულს ვერ დაგიტკბობს თაფლეულის ვერა გობები.
გარიგებები,  ურიგობები…
გაიგე, ბები?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი