გობური მონორაიმი


ნინო დარბაისელი

გობური მონორაიმი


გწამდეს მხოლოდ აღდგომა, (ზამთრის ქრისტეშობობა?) 
არც იობი აღარ ვარ, დამთავრდა იობობა,
 გულო, საკმარისია ყველასთვის -  ღიობობა!
 აღარ გეყო, სიბრიყვე, ალალად მიმნდობობა?!
ვცადე, არ გამოვიდა მაქმანობა, ქობობა,
დავიღალე, მომწყინდა ცხოვრების ჭაობობა!
კმარა-  ჟონგლიორობა, მორჩა - მსახიობობა,
ყველაფერში ქიშპობა, შენნაირთა მჯობობა.
სნობის -  იყოს სნობობა, აღარც მსურს ნაცნობობა!
მოვიშორე თავიდან სისხლისმწოვი ობობა.
ობს - გაუქრეს ობობა!

პურის გობმა  - გასწიოს ისევ პურის გობობა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი