მზებუდობის სიგიჟე


ნინო დარბაისელი

მზებუდობის სიგიჟე*

(დური შეხუმრებით თემო ჭახნაკიას, რომელიც სულ წავიდა ხელიდან)

მზებუდობის სიგიჟე, რაღაც, ერთღამიანი.
საკურორტო ქალაქში - ორი ადამიანი.
კაცი - აღტაცებული, ქალი -  ათქვირებული,
წყვილი -  ვნებით ვნებული, კენტთა შეჩვენებული.

დამთავრდება  სეზონი, დაიცლება ეზონი,
ყველას დაავიწყდება თქმანი სასკაბრეზონი.

ვნება,  მაგრამ რა ვნება, აწყვეტილი, თავნება - ცეცხლში გაქარავნება…მაგრამ ისიც  თავდება.
წყვილი  - დაკენტებული, თქვენ გგონიათ, ავდება?!

ჩაივლის  თანაყოფა.  ერთურთს გამოეყოფა
შმაგი ვნებით ვნებული წყვილი -  დასვენებული.

კაცი  - სამსახურშია, იღებს ცივად პატიჟებს,
ქალი- მოგზაურია, სად არის და “ვ პარიჟე”.
დაბრუნდება, ეტყვის ქმარს:,, -ნე ბუნტუი, სიდი- ჟე!”
ჩავლილია ზაფხული - მზებუდობის სიგიჟე.



- - -
*მზებუდობის სიგიჟე - თურმე ასე გამოვა ქართულად ინგლისური იდიომი “ მიდსამარ მედნესს” (midsummer madness), რომელიც მკვლევართა ერთი ნაწილის თანახმად,  ეტიმოლოგიურად მომდინარეობს შექსპირის კომედიიდან და ნიშნავს მოკლევადიან გადარევას (ადრე ჩვენში იდგმებოდა სათაურით ,, ზაფხულის ღამის სიზმარი” , თუ რაღაც  ასეთი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი