სიცხიანის სარკოფენია*
ნინო დარბაისელი სიცხიანის სარკოფენია ბინდი, ოთახი, საწოლი, სარკე, სარკეში ლანდი - მოლაპარაკე: - თავი საბანში უღონოდ ჩარგე? ნუ მოდუნდები, ისევ თავს არგე! გსურს შეგეფარკლოს ისევ ღაწვები? მხოლოდ დაჯექი, ნუკი ჩაწვები! თუ იავადე, მეტი დაჯდები… ჰოდა იარე! ნუკი დაჯდები! ვიდრე დარბიხარ, მტრების დარდი ხარ! ირბინე მაშინ, ნუკი დადიხარ! დარბაისელო, მოკლედ “დარბი” ხარ? თუ ფრენა იცი, რაღას დარბიხარ? რას ელოდები ლოთი და რინდი?! ფრინდი და ფრინდი, ჰოდა გაფრინდი! - - - * სარკოფენია -sarcopenia - კუნთოვანი მასის შემცირების სინდრომი ასაკის, ავადობის, უმოძრაობის და ა.შ. გამო
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი