კარალიოკი


ნინო დარბაისელი

კარალიოკი

შენ - ხურმის ძირზე დამყნობილო კარალიოკო,
ხედავ, ბერდები, აღარ გრჩება რამ საწიოკო.
მოსანატრებლის?! -  მონატრება უნდა იოკო!
ბოლოს -  ჩატკბები, ნუ წუწუნებ, უსახსრო ვარო!

საზიდად - მძიმევ, გასაფრენად - ბუმბულზე მჩატევ,
შენ , თავო  ჩემო,  ალაგ -  ტკბილო და ალაგ - მწკლატევ,
ამდენ კონტრასტებს ნეტავ გულში  როგორ-ღა ატევ,
ზამთრისპირს  ტოტზე შერჩენილო, მზის სახსოვარო,

როდემდე უნდა იქანავო, არა -  იროკო,
უფოთლო ტოტზე დანთებულო კარალიოკო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი