კიდევ ერთი, პაციფისტური მონორაიმი


ნინო დარბაისელი

კიდევ ერთი,   პაციფისტური მონორაიმი
( მე - თვრამეტი რითმა დავითვალე. მეძინება და სწორია?)

“ეს - მე არა მნდომია,
ეს - ობამას ომია!” - 
ამბობს ტრამპი,
 ზელენსკის  - ჩანს ფიზიონომია.
თუ ობამას ომია,
სხვას ჰგონია, ლომია,
ხოლო სინამდვილეში - ჩავარდნილი ცომია.
ვის რა  გაუზომია,
ნამდვილი ,,დურდომია”,
და  სუყველაც გნომია,
სადაც ვინ რა  ტომია,
ერთიანად შიშვლდება ყველას ანატომია.
რა ფუჭი ნახტომია!
ევროპას - სამშვიდობო სადავე გასხლტომია,
“მამა მია!”-  აკვნესდა ვატიკანი, რომია,
ვინც ვის გვერდით მდგომია,
ვინ წამსვლელ-დამრჩომია,
 მართავს თურმე ფარული კომიტეტი.
კომია,
ხოლო ომი ყოფილა - 
ნამდვილი ობომია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი