პომადა
ნინო დარბაისელი პომადა ასე რატომ დავიჭყანე უცებ, ვაშლი შემხვდა უცებ მე ჭიანი?! საყვარელსაც - საყვარლობას ვუწევ, სულ არა ვარ მასზე ეჭვიანი. მისი მოვლაც ყოფას მიხალისებს, თორემ კაცი სხვაგან სად არაა. გასარეცხად ვახარისხებ მისებს… საყელოზე - ეს პომადა - რაა! ვურეკავ და არ პასუხობს ზარებს, მესიჯს ვწერ და წამკითხავი არ ჩანს. რომ ხედავდეს, პასუხს დაიზარებს? იქნებ სადმე, სამსახურში დარჩა! ახალგაზრდა არ ჩანს, ბებერია? ვინღა ისვამს პერლამუტრის ტონებს, თანაგრძნობის განცდაც შემერია: -მიიჩვევს და მასზეც იბატონებს! ვინ უშველის გრძნობას - გადაცერილს! ეგ მაკლია, დავეკიდო ბარგად, მაცივარზე მივამაგრებ წერილს: მეჩქარება, მე წავედი, კარგად!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი