სელფმეიდი - თვითშექმნილი
ნინო დარბაისელი სელფმეიდი* (ყველას, ვინც დღემდე თვითაღიზარდა) სხვა ბედი გერგო, უადგილოდ ნახარო ნერგო, არავინ გივლის, ზედ გესხმება ბევრი ტალახი! მთავარი არის, შუა ზრდისას არ ჩაიხერგო, წინ! - უფრო დიდი ამბები გაქვს გადასალახი. არ ენდო გულით, თუ იტყვიან,- “რა საწყალია!” ნურც გულს გაიტეხ, რომ გაიგო, შენზეა ახი! ტალახიანიც - მოსარწყავად - მაინც წყალია, წყალია მაინც, გესხმებოდეს თუნდაც ტალახი! - - - * selfmade- პირი, რომელმაც თვითონ მიაღწია წარმატებას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი