სოკრატე. სამი საცერი და საწამლავი
სამი საცერი და საწამლავი ,,ერთხელ სოკრატეს მიადგა ერთი კეთილმყოფელი(?): - მისმინე, ბრძენო, რა ვერაგია ხალხი, სოფელი, შენზე ამბობენ, რაც მომხდარა ანდა რაც - არა, - ჯერ ნურას მეტყვი ! - თქმა სოკრატემ არ დააცალა - - რომ არ მიეცეს სიტყვებს შენსას გზა ალმაცერი, ნიადაგ უნდა მოიმარჯვო სამი საცერი. პირველი: რაც თქვეს, სიმართლეა თუ მონაგონი? - სიმართლე?! - არა, უნდა იყოს ტყუილი, მგონი... - ესეც მეორე: კეთილია მათი ნათქვამი? - არა მგონია, რომ სიკეთეს მიჰგავდეს რამით... - მაშ, საბოლოოდ მესამესაც დაუდგა ჯერი: სარგებელს მომცემს? - ვერა!- შეცბა კაცი დამჯერი. - არც სიმართლეა, არც სიკეთე, არც სარგებელი? მე რას დავეძებ, დამრჩეს ასე, გაუგებელი!” ბრმა მიმდევარი ვინც იქნება ამ სიბრძნის ძველის, სოკრატესავით საწამლავით სიკვდილი ელის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი