მასადა


ნინო დარბაისელი

მასადა 

(ლექსია? 
რაც არის, არის!
ისრაელში ვართ, დავიღალე, აღარ ავყევი ერთ აღმართზე დანარჩენებს და დროის გასაყვანად დავწერე… ისრაელურ დღიურად ჩამითვალეთ!)



მასადა - ციხე-ქალაქი - 
იუდეაში, შუა უდაბნოში, მიუდგომელი, მაღალი მთის თავზე ააგო მეფე ჰეროდე დიდმა, ძნელბედობისას რომ თავი შეეფარებინა, მაგრამ აქ არასოდეს ყოფილაო.
  როდესაც რომაელებმა  ცეცხლოვანი ლოდებით შეანგრიეს კედელი, მასადელებმა ერთი დღე ითხოვეს დანებებამდე და კაცებმა საკუთარი ცოლ-შვილი ამოხოცეს, თავებიც დაიხოცეს იმ ღამეს, რომაელთა მონობას ეს არჩიეს და მტერს  შიგ მკვდრების მთები-ღა დახვდა.

უდაბნო, ხრიოკი, ხრიოკი მთები,
ხეც არ დგას,
ნაშალზე ცურავ და კრთები,
მზე აჭერს,
ღვიარებს,
თუ კრემს არ წაისვამ, დაგიხმობს იარებს.

აქ არწივს რა უნდა, გაშალა ფრთები,
ჩრდილით დაგვაფეთა,
დასრულდა ირაო, გადინადირაო,
წაიღო არწივმა თან ნანადირევი.
საიატაკეთა, საჭერ-სადაფეთა ლოდებში
ვირევით,
გიდის ნაამბობით მთლად გადავირევით!
მონებმა მოზიდეს მხრებით ან ვირებით,
თორემ რა აავსებს ამხელა ავზებს,
ძალას და მოთხოვნას ვინ შეათავსებს
არათუ სასმელით, წყლით  ტანდასაბანით.
აქ მონებს არ ჰქონდათ  ბანი და საბანი,
დაყრილებს ეძინათ კლდოვანში, ბნელში,
ეს - დიდი კარიბჭე - მასადის კარია,
აქ შემოდიოდა  დესპანი, ელჩი
და აქ მოელოდა ცხელ-ცხელი აბანო,
თუ კარგის მთქმელია, ელჩს არას ერჩი!
სად გადაკარგული - ეგულვათ რა - სადა,
ათასი გაიღეს, მოიგეს ასადა,
მონათა ცრემლების და სისხლის ფასადა,
დღეს არის ქცეული ლოდების მასადა.
შუა უდაბნოში  სიმაგრე  - მასადა.
წინ ზღვააა, მკვდარია და წყლად არ გარგია,
მლაშეა, მარილი არარა - მარგი.
არც თევზი არც არც ნავი, არა - სანახავი.
ლანშაფტად  ლამაზი გადასაკარგი.

სიცხით მოხრაკული - შიმშილმა დაგვხრა!
ჰეროდე დიდის წინ ქედს დაბლა ხრი კი,
ყორეზე  - ხრიოკი ბუნების ხრიკი -
ხვლიკზე გადამჯდარი მამალი ხვლიკი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი