კვლავ იერუსალიმს


ნინო დარბაისელი

კვლავ იერუსალიმს

წმინდაო ალაგო,
რა ხელმა აგაგო!
თვით უფლის ქალაქო,
მოვედი,  გნახე

და გული ღელავდა,
სადაც რა ელავდა,
მსურდა  დამელანდა
მაცხოვრის სახე.

ირგვლივ ხმაურია,
სადღაც, აქ უვლია,
აწ დაკარგულია
ყოველი  კვალი.

გვაჭერდა  მზის ღვედი,
სადაც არ  მივედით,
მორწმუნის  იმედით
ეძებდა თვალი.

რა გითხრა საშენო
უფლისთვის ნაშენო?
  - მარადის მე შენი
ერთგული ვრჩები!

იერუსალიმო,
შენ, ერის  ალამო,
მიიღე სალამი
შორიდან ჩემი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი