გოშია შეაქეს და მგელს შეაჭამესო
ნინო დარბაისელი გოშია შეაქეს და მგელს შეაჭამესო (ათადი მონორაიმი) ზოგს - მოაკლდა ჩიხირთმა, ზოგს - ბოზბაში, დოში; ყველა - სხვას ემტერება, მისწვდა ყანყრატოში, მიაჩნია მთლად სიბრძნედ თავის მონაროში, ჩაენაცვლა სიმართლეს - ხურუში და ხოში. სეტყვა - მოდის, ქვა - ხვდება ქართლის საუფლოში; - მაშხალა და დუბინკა, სფრეია თუ ქოში, - ყველა გარეთ იზამთრებს, ყინვაა და თოში, მგლის საჭმელად აქებენ - ,,მიდი, მიდი, გოში!” ეს სიგიჟეც ჩაივლის ალბათ რაღაც დროში, აღარ გინდათ ცხოვრება - ერთად - სამშობლოში?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი