დღის ბოლოს სამი ექიმი გარეთ


ნინო დარბაისელი
დღის ბოლოს- სამი ექიმი -  გარეთ

( ცოტა გაგამხიარულოთ - ნინოლო მაკიაველი)

რა  მხიარული ღიმი მომგვარეთ!
დღის ბოლოს - სამი ექიმი - გარეთ.

დენტისტი ამბობს: - გაცოცხლდა ერი.
როგორი სუფთა არის ჰაერი!

მოძრაობს  ხალხი, ცოცხალთა ტომი - გადაირია პათანატომი.

და ამეტყველდა გინეკოლოგი,
ლამის წარმოსთქვა მან მონოლოგი:

- და ყველა მათგანს - ჰქონია სახე.
ამდენი სახე ძლივს დავინახე!

ამ ხუმრობაში სხვას ნუღარ გარევთ!
დღის ბოლოს - სამი ექიმი - გარეთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი