ზმანება- რომი
ნინო დარბაისელი ზმანება - რომი ვირუსი რომ შემხვდა, მეტყობა, სნეულის მგებია მეც ყოფა. დავლიე, ჩავყლაპე, თან მიმცხეს, ვერაფერს ვუხერხებ ამ სიცხეს. .გრიპის ინექცია ყოფილა, ესეც “კაფსიკამის” ჰო, ფილა. მცველი იქნებოდა წესთა - ვინ! - რომ არ მაწუხებდეს ეს თავი. წაკითვა რამისა - ძნელია, თან ყველა ვიდეოც ძველია. მღლის როგორ ეს ტელევიზორი! ვის - ერთი ჩაურთავს, ვის - ორი. მორჩენის - არ მაძლევს- სმა - ნებას, სჯობია მივეცე ზმანებას, ვიხილო რომის ქვაფენილი, ღრიჭონი - თეთრად დაფერილი, ვიყო დიდებული მატრონა, მყავდეს პატრიცია პატრონად, მეხვიოს ქალწულთა გუნდები, (წარსულში როგორ დავბრუნდები?) მინდა, რომ ფორუმი ვიხილო, მეომარს უხდება რიხი რომ იტყვის :- აუგუსტუსის დიდება, დიად მაგალითად იდება. სიცხისგან გული მიჩირდება. მე - რომის ზმანება - მჭირდება, რომისა მიშველის აბანო, დამფარე, დამფარე საბანო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი