მდინარე
ნინო დარბაისელი მდინარე (დილას, ყლუპ ყავამდე არ დამელაპარაკოთ! - მე) ერთხელ მდინარეს წყალი მოსწყურდა, არა - თავისი წყალი. წინ - ედო ძველი - გზა-კალაპოტი და ზვრები - მოსარწყავი, საით გავიქცე, ვინ დამარწყულებს, წყურვილო, რა მიყავი. რა ვარ, რა მინდა - რად ამერიე, გული რად გამიყავი? გამხადე თავის მე გამრიყავი, წყლის გავხდი დამნაყავი! მდინარე მაინც არა მრქმეოდა, ზღვასავით ვმდგარიყავი. მდინარე ვარ და წყალი მწყურია, წყურვილი მახრჩობს, ვყავი. რიყეს ავცქერ და პირი მიშრება, მიხსნის მე ყლუპი ყავის… ღმერთო, ამ ერთხელ გადამარჩინე, ღმერთო, სიკეთე მყავი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი