ღიმილი-დუშენი
ნინო დარბაისელი ღიმილი-დუშენი* ქალაქი - ბარები და საფუნთუშენი. ღიაა ღამეში - ბროდელ-სამრუშენი, ქალები მღიმარნი, არ მოპირქუშენი, ბიჭები შორიდან - ,, ა, შენი, უ, შენი!”… ხილვაში - კაბები, სულ მოფუშფუშენი, თითქოს კოჭებამდე, არა - სარუშენი. ქალნი სამეფონი, არა სამუშენი, კენტად ილევიან, მზერადაუშენი, ო, რა კადრებია, რა პრომოუშენი! არა ვართ ბავშვები ჩვენ მოკუნტრუშენი, არც რის მოშიშენი, არც რის მომშუშენი, გვაქვს წასასვლელებიც -სამტლაშა- მტლუშენი, გამოსაშუშენი, ტკბილ-საძილქუშენი, რა მნიშვნელობა აქვს, ჩემია თუ შენი?! რატომღა გიყურებ?! ენის ნაკადული თვალ-გულმა დალია, თუმცა სიყვარული ჯერ არის უშენი. თვალთან ნაოჭები- ასაკის ბრალია, თუ ეგ ღიმილია - ღიმილი-დუშენი! - - დუშენი - წრფელი ღიმილი. ტუჩების გარდა, სახის ბევრი კუნთი მონაწილეობს. დანაოჭება - თვალებით იწყება. იჭუტება და ამის გამო, ღიმილი შეიძლება დუშენიც გეგონოს და მოტყუვდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი