მონატრება ნარგიზასი
ნინო დარბაისელი მონატრება ნარგიზასი მიყვარს ავად გახდომა, როცა გარეთ ზამთარი არემარეს აზრობს. ნასიზმრალის ახდომა - - ცაზე - მთვარე დამთვრალი, რომ ზანტდები, აზრო. სეზონია ბუხრის წინ თვლემისა და მთქნარების, წასაკითხის კარგის, წეღან თითიც დავიწვი, დამიდუმდნენ ქნარები, მენატრება, ნარგიზ, შენთან - ტკბილად “ჩასხდომა”, სადღეგრძელო ქართული, ყველა სიტყვა - ლექსად. წარსულისა, აჰ, ნდომა! მე - დაწდომით გართული წაუვიდე ლექს - სად? ისევ იამ* მიშველა, რა არისო მანძილი, სული შემიბერა. რას დახტიო შიშველა, დამინიშნა მან ძილი, უცებ დამაბერა. ვიჭყიპები წვენებით, როგორც იამ მირჩია, რომ თავს რამე ვარგო. ისევ შენ მეჩვენები, ვინ - მაღალი, ვინ - ჩია! ნარგიზ, ნარგიზ, ნარგო! კიდევ დიდხანს იავდრებს, თოვს და რაა სიბერე! - - გაიკრიფნენ მტრები. ვნატრობ ზეცის ბინადრებს, ყოფას ხომ არ ვებევრე? ნარგიზ, მენატრები! - - - *ია - მეგობარი პოეტი - ექიმი ია სულაბერიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი