განქორწინება (განა რა მოხდა)


ნინო დარბაისელი

განქორწინება

(ბ. ახმადულინა -  ი. ნაგიბინზე, რომელმაც საწოლში ქალებთან მიუსწრო)

მითხრა: - მეყოფა,  ღუზა  შენთან ჩაუშვა გემმა.
მე კი მინდოდა,  სულ სხვაგვარი  ლუკმა მეგემა,
ამ მოსაწყენმა  გაგრძელებამ მომცა მე გვემა,
და შემაშინა  ნერგმა -  ჩემთან გადმოსარგველმა.

რა მოხდა?! 
არც რა!
-    ძველი  პერანგი გაიძრო გველმა.

სადაც ვიწროა, გაწყდეს, რაღა გასაწელია,
ევგენის მერე შემრჩა უკვე მერვე წელია.

სიყვარულისა სიბრძნე ესე - დამდაგველია,
ვის ლოდინშიაც ლამის გული გადაგველია,
მოდის?! - ლომია, არწივია,
მიდის?! - გველია!
მაგრამ
ვაი-თუ  ფეხსაც ითრევს ბელტიყლაპია.
რჩება?! - 
- ეს კიდევ უარესი,
გველეშაპია!

განა რა მოხდა?
შინ დავუხვდით ლოგინში მწოლი
ორ დაქალს შორის
ერთი -  იყო ევგენის ცოლი.
ნაქეიფარზე
გართობაში დრო გავიყვანეთ,
რომ გამოვფხიზლდით,
ტანთ ჩავიცვით და გავიყარეთ.

არ გამომადგა საბოლოოდ არც ეს - იური,
რა დახვეწილი მეგონა და არის ტყიური,
და რა აზრი აქვს,
ფხიზელია თუ ნაყლაპია,
ყველა მძვინვარე სიყვარული - გველეშაპია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი