ეგ - არაფერი
ვაიმეე, სად ვიპოვე ეს - ოცი წლის წინანდელია ნინო დარბაისელი ეგ - არაფერი ფეხი არავის მოუცვლია მოსაცდელიდან. ისე ვღელავდით, ვხმაურობდით გაუთავებლად, რომ მედპერსონალს რიდით ვეღარც დავენახვებით. თავბრუ გეხვევა?! -არაფერი. იცის ნარკოზმა თავბრუსხვევები, შიშები და წარმოსახვებიც. გინდა, გაცინო?... (რა ცივი გაქვს თითები თლილი!) ძალიან კარგი, საშვილოსნო რომ მოიშორე. მალე ადგები, მეც - შენთან ერთად, სულ ფეხით ვივლი. ცოტა - სხივური თერაპიაც და ზღვაზეც წავალთ, იქნები ისევ უკარება, ლაღი და თბილი ... თმა?! - არაფერი! უკვე ისეთი შამპუნებია, რომ ერთ კვირაში მოგიტყდება სავარცხლის კბილი. აი, ცრემლებიც აღარ გემჩნევა, უკვე ერევი ტკივილებს და უცნაურ შიშებს, მაგრამ უეცრად, გულიანად რამ გაგაცინა?! ჰო, სიცილია გულის ვაქცინა. გაიგე განა? ფანჯარასთან ბაბო ვიშვიშებს. (გადაღლილია, რახანია ღამეებს გითევს, სადილსაც არ ჭამს, ახრამუნებს რაღაცა ბლითებს): - ვაიმე, შვილო, ვის რაღა ვკითხო, შენ ვინღა გითხოვს, რა უნდა ვუყოთ დიდედაშენის დანაზოგით მოგროვილ მზითევს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი