შუაღამური
ნინო დარბაისელი შუაღამური მკითხა: - ამ ღამით ვინ დაგტოვა ქუჩაში მარტო? მივუგე:- რა ვქნა, გავაცილე სტუმარი ღამის. მკითხა: - მეცნობი, სად ცხოვრობო. მივუგე: - ახლო. მკითხა: - არ გინდა, მიგაცილო? მივუგე: - კარგი! მკითხა: - სახელი რა გქვიაო. მივუგე:- ანა. მკითხა: - როდესაც დამინახე,სულ არ შეშინდი? მივუგე:- ცოტა, როცა ჩრდილმა გაიხმიანა. მკითხა: - არ გცივა? მოიხურე ჩემი ჟაკეტი! მივუგე: - გმადლობ. რა თბილია! როგორ მეამა! მკითხა: - თუ გჯერა, ვარსკვლავების ან ბედისწერის? მივუგე: - მგონი, ვარსკვლავები მუდამ ტყუიან. მკითხა: - ეს არის შენი კარი? მივუგე: - დიახ! მკითხა: -გექნება ჭიქა ჩაი? მივუგე: - არა! მივკეტე კარი და ჟრჟოლამაც გადამიარა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი