უზმნო გულშემატკივრული


ნინო დარბაისელი

უზმნო. გულშემატკივრული


სასტიკი სასტვენი,
სირბილი, სირბილე,
დარტყმა, აცილება,
ახალი  ხელი.

ხმები ტრიბუნების,
ველური ბუნების,
შორი ბუბუნები,
თამაში -  ხელი.

ლოდინი, მოგება,
მოგების მორგება.
ქულები, ქულები,
აურაცხელი!

წაგება-მოგება,
ძმათა მოგებება.
ბრძოლის დასრულება,
საღამო ცხელი.

შედეგი? შემდეგი?
შედეგი წინასწარ?
შედეგი ამ ერთხელ
- ვერგასამხელი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი