ტატო - ილიკო - გრიგოლი
ნინო დარბაისელი ტატო - ილიკო - გრიგოლი (ტატოს ამბავი რომ გავრცელდა თბილისში, ბიძა - გრ. ორბელიანი ლოგინად იყო, მძიმედ და უმალავდნენ. რაღაცას კი ხვდებოდა, გამაგებინეთ, ჩვენს თავს რა უბედურება ხდებაო. ამიტომ წვალობს ილიკო, რა, როგორ უთხრას. ლექსში გამოყენებულია ციტატა ძმათა მიმოწერიდან) “ჩვენი სიცოცხლე ტატო გარდაიცვალა განჯას” ვერ გაგიმხილეთ, (რატომ?) აწ უთქმელობა მტანჯავს. ეული იყო, მარტო, არ გაურბოდა გარჯას, “ჩვენი სიცოცხლე ტატო გარდაიცვალა განჯას”. გარდაიცვალა განჯას ჩვენი სიცოცხლე ტატო. ბრძოლაში დაიხარჯა უჩინო, უმანდატო... გარდაიცვალა განჯას ტატო, სიცოცხლე ჩვენი. ო, რარიგ გაიტანჯა ცხოვრების განაჩენით! სიცოცხლე ჩვენი ტატო გარდაიცვალა განჯას! ღმერთო, ჯვარო თუ ხატო, რა ფუჭად გაისარჯა! ტატო, სიცოცხლე ჩვენი, გარდაიცვალა განჯას. მძიმე გვირგვინი შვენის, ვინღა დაუწყებს განსჯას! ჩვენი სიცოცხლე ტატო გარდაიცვალა განჯას...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი