ასეთი, ასე!
ეს - განწყობის ლექსია. ახალგაზრდობისას ვკითხულობდი:- რა აზრი აქვს რამე ლექსის დაწერას, შიგ თუ ოდნავი სიახლეც არაფერია? (ახლა დავბერდი და უფრო ლმობიერი გავხდი - სხვების მიმართ) აქ - მთლიანად ქართული ესტრადის კლიშეები ,, დავამონტაჟე და მთლად წყალწყალა რომ არ გამომსვლოდა, ცოტა მ. ბახტინის ქრონოტოპის თეორია ჩავაწვეთე არომატისთვის. ნინო დარბაისელი ასეთი, ასე! დე, სხვამ უმღეროს ნაღვლიანად წარსულ სიყვარულს, სხვამ დაინანოს, რომ მიუვალს ემონა თვალი. მიმქრალ ვარსკვლავთა იდუმალი ახმიანება სიტყვა ეგონოს, საყვარლისა შემონათვალი! ამივსე თასი! დაილიოს წვეთი ბოლომდე. მოედოს ზეცას აღტაცება და სიკისკასე! არ მენაღვლება, არ რა იყო, ან რა იქნება, მე შენ მიყვარხარ აქ და ახლა, ასეთი, ასე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი