გამეტსონეტი
ნინო დარბაისელი გამეტსონეტი (ემილი დიკინსონს) მე შენი თეთრი კაბის წინაშე ვდგავარ, ჩემზე დაბალო და კაფანდარა ქალო. კაბას მოდიდო ჯიბე აქვს, ალბათ მრავალს უკვირდა, რაა? საფურცლო-საფანქარო? დამბლადაცემულ დედას უვლიდი წლობით, საძინებლების შუა გაჭრილი კარით შეხვიდოდი და ლექსების დასაწყობი დროც არა გქონდა, არავის არ უთხარით. ეს თეთრი კაბა - შიდა საცვამი იყო, ხარშვით - ადვილად ამოდიოდა ლაქა, ერიდებოდი მომსვლელს, ცხოვრებამ გიყო, ესეც ამბავი, ჭირი - იქ, ლხინი - აქა. გაგითამამდი, ვინ გაბედავდა ამდენს, ან განაფიქრებს ვინ მიიყვანდა თქმამდე, ვინ იხილავდა შენს ცრემლს, ყოფისგან ნადენს. დღეს შენს საფლავზე პატარა კენჭი დავდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი