მტერ-მეგობრისა


ნინო დარბაისელი

მტერ-მეგობრისა 


მე ალბათ პოეტი იმიტომ ვარ, რომ ლოდინს ვერ ვიტან, არადა ხშირად მიწევს. გაძლების საუკეთესო გზად კი ამ დროს ლექსის თხზვა ან თარგმანი მიმაჩნია.
ახლაც ჩვენი თვითმფრინავი სამი საათით იგვიანებს და რა გამაძლებინებს!
წუხელ თვითმფრინავში დაწერილი ლექსი ხომ უკვე დაგიდეთ, მაცაცოზე,
ძაან რომ გავადრამატულე,
აბა უიმისოდ 10 საათს რა გაიყვანდა!
იქ ასეთი ამოცანა მოვიფიქრე:
ავიღე პორნოს კლასიკური განმარტება და ვცადე, ზუსტად იგივე გამეკეთებინა ლექსში, მაგრამ პორნო  კი არ გამომსვლოდა, არამედ ტრაგიკული ჟღერადობის მქონე ნაწარმოები.
მერე ვიფიქრე, ვცდი, კონტექსტს შეუძლია ამის დატევა- მეთქი და გამოვიდა!
ახლა - ეს - მსუბუქი იყოს, ნიუ იორკის აეროპორტიდან!

***

ო, მეგობრები მოდიან და  ისევ მიდიან,
ვით მდინარეში წყალი შედი-გაედინება,
რაც მეგობრისთვის არასოდეს არ გაგინდია,
ნუ დაგაღონებს, მტერს არასდროს ეცოდინება.

დავნაღვლიანდი,  გავიაზრე სიბრძნე ეგ ოდეს,
რა სასტიკია ყოფის ჩვენის ეს განაჩენი!
რა იქნებოდა, მტერიც ასე წყალს მიჰყვებოდეს,
ან მეგობარი იყოს მტერივით მუდამ დამრჩენი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი