საახალწლო
ნინო დარბაისელი საახალწლო ბევრ ქვეყანაში საახალწლოდ სცოდნიათ ასე: წინ - ჩვენებურად სუფრა უდგათ ხორაგით სავსე. თორმეტ საათზე გააღებენ ჭიშკარს სახლის და ძველ წელს უშვებენ, დაიწყებენ ყოფას ახლიდან. ძველმა წაიღოს შხამ-ყვავილი, ედემში რგული! გააღეთ სახლში ყველა კარი, ფანჯრებიც, გულიც! გქონდეს ბარაქა, შინ - მშვიდობა, სხვა - რასაც ელი! სამშობლოვ ჩემო - ბედნიერი ახალი წელი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი