მდუმარების სპირალი


ინო დარბაისელი

მდუმარების სპირალი

გვინდა ყველას ვუყვარდეთ, გაგვიყონ ნაპირალი,
უნდათ, შემოგვახვიონ -  “მდუმარების სპირალი”!

ძალადობის ხერხია,  კარგად გამონაცადი,
ჩვენს  აზრს არ ეთანხმები?! - დარჩი მარტო და წადი!

თუ არ ფიქრობ სხვებივით, ენა შენი -  აყუჩე!
რამეს იტყვი? არ აწყობთ? აგახევენ ლაყუჩებს.

თითქოს კი არ მოძრაობ, სადღაც მიიპარები…
ხდება უკეთურება მორჩილი მდუმარებით.

შენსას ეპატრონება ყაჩაღი თუ ფირალი,
ძალაც მოსდგამს, ასრულოს  ვისთვის დანაპირალი.
გაჩუმდიო, ტყუიხარ,  ამბობს  თავსდამყვირალი!
დაუფიქრდი, რაღა გრჯის  მაგ შარის  საღირალი!
გეტირება?!-  იყავი შენთვის ჩუმად მტირალი?
ჭკუას რატომ გვარიგებ, შორიდან მომზირალი?!
შენთვის მოუგონიათ
მდუმარების სპირალი,
მდუმარების სპირალი!
მდუმარების სპირალი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი