ტატოსებური
ნინოლო მაკიაველი ტატოსებური ქარს მოაქვს ჰანგი საარის, სევდები გამტანჯვენ. მტყუანი - მუდამ სხვა არის, მართალი - მუდამ ჩვენ! რა არის ან რისხვა ალის?! დასამშვენს - დაიმშვენ! სულელი? - მუდამ სხვა არის, ჭკვიანი? - მუდამ ჩვენ! დაიმახსოვრე მდუმარის, თუ რომ ვერ დავრჩე: - ბოროტი?! - მუდამ სხვა არის, კეთილი?! - მუდამ ჩვენ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი