ამერიკული. დილდარდიანისა


ამერიკული. დილდარდიანისა

ყოველ დილით, ვიდრე მგზავრი ვინმე “ინტერსტეიტს” მარტო დაადგება.
იღვიძებენ სხვა მძღოლები ადრე, რომ მოასწრონ გზების დალაგება.

სავსე არის არე ცხოველებით,  წუხელ ვინც რომ ბნელში გაიტანეს,
მკვდრები ყრიან,  სპეციალურ ,,თრაქში აგროვებენ დახოცილთა ტანებს:

პოსომები, რაკუნები, ციყვი, არმადილო, ფრინველებიც ყრია.
დაუტყვია ღამეს სისხლის კვალი, მათ დახოცვას არ სჭირდება ტყვია!

აქ იმდენი დახოცილი მოსჩანს, შეშურდება დიად მონადირეს,
და მათ შორის იმდენია  ნუკრი, ძუძუებში რძე ადგება ირემს.

დამნაშავე?! -  სივრცეს ურბანისტულს  გარს აკრავენ  ტყეთა მწვანე საფარს,
ნადირი კი  - გადარბენას ცდილობ,
რა ჰქნას მძღოლმა, ისიც  სულს  თუ ღაფავს!

გასწავლიან, წინ თუ ცხოველს ხედავ,
არ შეჩერდე! ავაცილო სად - მე!
ლომისათვის ზოოპარკში მიაქვთ? მარხავენ თუ წყნარად  წვავენ სადმე?

შენც გულგრილად ჩაიარო უნდა, მძღოლი ხარ და არ გაქვს მეტი ნება.
ძილ- ღვიძილში  მოკლულებში დავალ. 
ყოველ დილით -  ასე მეტირება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი