ტურა-მგელი და მონადირე


ტურა-მგელი და მონადირე


მგელმა იშოვა რაღაც ნადავლი, ვერ იშოვიდა, თუ რა.
ლეკვს აჭმევდა და
იმის ნარჩენებს ელოდებოდა ტურა.

შიოდა ტურას,  მგელი კი  ლუკმას შეექცეოდა მშვიდად
წართმევას როგორ გაუბედავდა ან ჭამას დაუშლიდა?

როცა იმედი ამოეწურა, მთლად გამოუშრა ხახა,
მოხეტიალემ  სადღაც საფარში მთლად მონადირე ნახა.

გამოიკიდა მგლის ბუნაგამდე და დაიმალა თავად
და მონადირემ  რომ დაუმიზნა, ორჯერ იჭექა ავად.

კაცმა წაიღო ნანადირევი,  ნასუფრალს უზის ტურა.
ბუნაგიც შერჩა,  ვინმე ქონებას მოედავება, თუ რა!

მორალი:
1.
თუ ლუკმა ნახო, არ დაახანო, თუკი გაგივა, ეცი!
რაკი ტყე არის, არ დაილევა იმ ტყეში
მხეცის მხეცი!

2.
მგელიც რომ იყო, შინაც რომ იყო, თუ გინდა თავი იქე.
სადაც ლუკმაა, ჩასაფრებულიც მუდამ არსებობს  იქვე!

3.
საქმეს იგვარებ სხვისი ძალებით,  გაჭირვებაში მყოფი?
შენ თუ არა გაქვს, ნუ გედარდება, სხვას ხომ უჭირავს თოფი!

4. იფრთხილე მგელო, შენი ბუნაგი მუქთად თუ შერჩა ტურას,
ფულსაც  იშოვის, ოფისს მოიწყობს, დადგამს აპარატურას…
ვისი საქმეა, ვინ რას გაიგებს, შიგ გააკეთებს თუ რას.

5.  ის ლუკმა  იყო მავნე და ძველი, არც  ლეკვსა ჰყავდა  მცველი,
ტყვიით ვიხსენი,  დროზე ვუშველე, ახლა ჯილდოსაც ველი,
დავიმსახურე ბუნაგიც ტურამ, ჩემია  ტყე და ველი!

და ასე შემდეგ

დანარჩენი თქვენ განაგრძეთ, მეც მივუმატებ, როცა მოვიცლი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი