ქალი ფორთოხალს ჰყიდის
ნინო დარბაისელი ქალი ფორთოხალს ჰყიდის ფოტოა ძველთაძველი - შავ-თეთრი აღსაწერი, ორ ასეულზე შორი ზედ აწერია წელი - იტალიისთვის ბრძოლა კარგა ხნით განაწელი. ფოტოზე მოსჩანს რომი, ანტიკურ თაღთა რიგი - - გზაჯვარედინი იგი ქვეყნის ოთხივე კიდის. კოლიზიუმთან, სადაც დასაწყისია ხიდის, ხიდქვეშ ტიბერის წყალი ჩქარი დინებით მიდის, მოსაწყენია სადაც სმენა და ცქერა გიდის, წარმოსახვათა გამო თვალთაგან ცრემლი გიდის და ცემა გესმის შენი გულის - სიმძიმის მზიდის, აღარც თავი გაქვს რიდის, აღარც დანახვა გინდა, რამე თვალმოსაჭიდის. უკანა ფონზე ქუჩა - სამი ურემი მიდის, ჯორშებმულ ურმებს მიაქვთ დასადგამ- დასაკიდი, წინ - მარტოხელა ქალი, დამჭკნარ ფორთოხალს ჰყიდის. - შენ მყიდველი თქვი, თორემ გადახდას - მოუვლიდი, რომც არ ჰქონოდა ფული, რამეშიც გაუბრიდი, რომ გაგეყიდა ცოტა, დანარჩენს - გადაყრიდი, მაგრამ მყიდველი არ ჩანს, რადგან ომია დიდი. ესეც - შავ-თეთრი ფოტო, თავი რომ მოსჩანს ხიდის და ხიდისთავზე ქალი დამჭკნარ - ფორთოხალს ჰყიდის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი