ჯარისკაცული - წერილწაუკითხავად


ნინო დარბაისელი

ჯარისკაცული - წერილწაუკითხავად

ვერ მოვასწარი წამეკითხა იმ სიჩქარეში.
ტყვია კი ბრმაა,
ირგვლივ რა მოჩანს?!
სიმღვრიეა.
რაღაც წითელი,  ბლანტი, უფორმო,
შიგ  - რაღაც თეთრი, მოკეცილი, რაღაც მართკუთხა.  -

- სისხლის გუბეში მიტივტივებს შენი წერილი.
მინდოდა წყნარად წამეკითხა,
სიმყუდროვეში…

რაღა აზრი აქვს, შიგ რა წერია.
დაბლა რა გდია,
ვინ გდია ან
როგორ გდია.

ტკივილი?!
იყო, გაიარა!

რა სიჩუმეა,
სიწვრილის მერე რა გაშლილობა,
რა საამური ხმები ჩამოდის.
ვინ  - რომლია?
შინ მომელიან!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ნინო დარბაისელი სტრონიპოეტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი1 თვის წინ

აზრზე არა ვარ, ამ ლექსში ვის ვისგან რა უნდა. რა - წერილი, რის- ტყვია. რამ დამაწერინა? ალბათ რაღაცის ფრაგმენტია.

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი