იგავი ხისა და ცულისა


ნინო დარბაისელი

იგავი ხისა და ცულისა

ერთი ხეა და ცული -
ჩემს ხსოვნაში დაცული,
რომელი ხე?!  არ გახსოვთ?!
- ანდაზაში ჩიოდა,
“ცული რას დამაკლებდა”…,
ვერ გადავურჩიო და
ხვედრი მერგო ასეთი
მე სამისდღემჩიოდა.

ის, რაც მოხდა, 
ცულს იგი  ხომ არც ემახსოვრება,
რაკი  მთლად ამოძირკვეს,
ვერც ხეს ემახსოვრება,
ცხოვრება კი გრძელდება,
ასეთია  ცხოვრება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი