ექსის ფოტო - ფეისბუქური


ნინო დარბაისელი

ექსის ფოტო - ფეისბუქური

კედლის ნაბზარებიდან,
შორი რამ ზარებიდან,
ჭერის ნაჟღენთებიდან,
გაქუცული თმებიდან,
ერთიანად ჭაღარა,
ჟამთასვლამ რომ დაღარა
ის - იცნობა აღარა…
(ან რა ნახეთ ქებიდან,
ჭურვი - აფეთქებიდან?)
გაჰკრა წარმავალობამ
დროის ნახეთქებიდან
კლანჭი გამოყოფილი.
ასეთია დღეს ჩემი
მარადი თუ ყოფილი.

აღარც ვეცნაურები,
ვეღარც თვითონ ვერ მიცნობს,
სად ის გოგო  თავნება -
სულ სიგიჟე  და ვნება,
სად  - ეს ქალი ჩამქრალი,
აწმყოთი კმაყოფილი,
ნაფტალინის სუნად ყარს,
გვაცნობს აზრებს ძირნაყარს
აქაური პროფილი.

- მერე რა,  თუ შორსა ვარ, სხვა ქვეყნად ვიმყოფები,
ჩემი წილი არც ახლა მაკლია ოფოფები,
უცებ გამალამაზებს რამე “ფოტოშოფები”,
თავიც გამომეყოფა, მნახავენ  ნამყოფები…
(რას არ მოიმოქმედებს, ქალი თუ ახირდება)
ისეთია ცხოვრება,  ნაჭირალი - ლხინდება,
ნალხინარი - ჭირდება.

განა გამიჭირდება,
მაგრამ
ერთი,  მოგცლია,
ნეტა რაში მჭირდება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი