ელგუჯა


ნინო  დარბაისელი

ელგუჯა
(ბალადა)

ეს რა ხალხი მომრავლდა, რა ფასის და რა წყობის!
რაც განძი გვაქვს ქართველებს, გინდათ, შეურაცხყოთ ის?
აღარ დაიჯერება არც ნათქვამის, არც ყოფის.
  აღარც პროფესიაა უკვე ასოთამწყობის.

ვერ დაგვჯაბნის  სიმუხთლე
მტრის მსტოვრისა და გიდის,
გულში  ლიტერატურა
ვიდრე სისხლად დაგვიდის!
ვიდრე გველის ნაწერი იქ, უჯრაში მაგიდის…
ო, წარსულო,  აქვე ხარ და  ნათელი გაგიდის!

ამბობენ,  რომ როდესაც
ხელნაწერი სტამბაში
მიიტანა ყაზბეგმა,
არა ვინ - ექიმბაში ანდა ვინ - ტოლუმბაში,
გაიფიცა მთლად სტამბა, არც გვინდაო შაბაში!
არ მოკლაო ვაჟკაცი, უნდა ადღეგრძელოო,
დაჯდე, შენი ნაწერი თავად გააგრძელოო.
მკითხველს თუკი ასე სურს
რაა მწერლის იქ ნება!
მიაწერა ყაზბეგმა:
“გაგრძელება იქნება!”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი