არ ამირიო ეს ნახაზები


ნინო დარბაისელი

არ ამირიო ეს ნახაზები
(Noli turbare circulos meos!)
 
სირაკუზს  აღარ დარჩა მეოხი.
ამბობენ ასე, რომ არქიმედე,
ქვიშაში წრეებს ხაზავდა ჯოხით,
რის მოფიქრალი, რის მოიმედე?!
 
- თუ გაუძელი - გაარღვევ ალყას,
 მიდი, იომე და გაუძელი!
- მომხვდურმა ალყა რომ შემოარტყა,
ასე ფიქრობდა  სირაკუზელი
 
მამაცი ერთი, შორით ნასროლი
სასიკვდილო   რომ მოხვდა ისარი,
დააბარბაცა, დევგმირთა სწორი
და  დაძაბუნდნენ მკლავნი ყმისანი.
 
“ნოლი ტურბარე სირკულოს მეოს” -
-( არ ამირიო  ეს ნახაზები)
ფრთხილად იყავი, გონს მოუხმეო,
თქვა არქიმედემ იქ გაბრაზებით.
 
იგავი ესე გაისმის ხშირად,  
როცა ერს ადგას რამ განსაცდელი,
ინტელექტუალს არ უჩინს ჩირად,
რისხვათა შორის რომელს ასცდები.

სიბრძნე ყოფილთა მე  -  ღონემიხდილს
სხვაგვარად მესმის,  წიგნში მყოფია.
სიკვდილი  - მოდის და გონი - მიდის!
ბრძენს მოერიდე, როცა ცოფია.
როცა თვალებში უყურებ სიკვდილს,
რაღა დროსია ფილოსოფია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი