ღამის ესკეიპი
ნინო დარბაისელი ღამის ესკეიპი (ნახევარი საუკუნის წინ საბჭოთა გემიდან ცურვით გაიქცა სტანისლავ კურილოვი) შიგნით ვინ იცის გარეთა დარი, მზეა თუ საავდროა! ღამით გარბიან ციხეებიდან, ღამე - გაქცევის დროა. როცა სიცოცხლე ყელში გაწვება, აუტანელი როა, ღამით გარბიან ციხეებიდან, ღამე - გაქცევის დროა. უნდა გასტყორცნოს სულმა სხეული, მძიმეა, ვით ბადროა! ღამით გარბიან ციხეებიდან, ღამე - გაქცევის დროა. გარეთ რამდენი ვარსკვლავი ცვივა, ცხოვრება რა მყუდროა! ღამით გარბიან ციხეებიდან, ღამე - გაქცევის დროა! აპოკალიფსის მოსჩანს მხედარი. აქ - ყველა - სამხედროა. გაქცეულები - არ ბრუნდებიან. ღამე - გაქცევის დროა! (2024 აგვისტო)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი