გავმწარდი, გავცეცხლდი, ჩემო უკრაინა


ნინო დარბაისელი

გავმწარდი, გავცეცხლდი, ჩემო უკრაინა!

ომი  - მტერთან და სიკვდილთან ჭიდილია.
ვის -  მამა იფარავს, იფარავს ვის - მესია.
ზოგისთვის - სარფია, შანსი, იდილია, 
რადგან იარაღი  - მაგარი ბიზნესია!

კვდება   - ჯარისკაცი.  სად ხარ, იარაღო,
მტერს რითი შეებას, შიშველი ხელებით?
შენი გაწირო და მომხვდური ალაღო?
ბრძოლას ვინ მოიგებს მარტო გახელებით?

გავმწარდი, ბოროტი ფიქრები მესია:
ვისთვისაც  ეს ომი - კარგი ბიზნესია, 
ახლობლებს რომ ჰკითხო, 
უკეთილესია,
უმზრუნველესია,
უგულჩვილესია…
რაა შეწყალება! ის   - გასასრესია!

მტერი - გარეული,
მტერი - შინაური,  
მიწიერ ჯოჯოხეთს პირი უკრა ვინა!
მაინც გაიმარჯვებ,
ყველას მოერევი
ჩემო უკრაინა,
ჩემო უკრაინა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი