ოცდაჩვიდმეტი. მწერალთა სახლი. პაოლო
#ლექსები ნინო დარბაისელი 37. მწერალთა სახლი. პაოლო ვის არ ახსოვდეს მწარედ დაუნდობლობა მის ხნის! ვერ უშუშდება ვისაც გული, თავს მუდამ ის ხრის. დანაშაულის იყვნენ ჩამდენნი არცა მისხლის, არცა გამცემნი ნებით - ვინმე კოლეგის, ძმის, სხვის… სიზმრად მოდიან ჩემთან და ვერაფერი მიხსნის, რომ არ მთრგუნავდეს შიში - თოფის გავარდნის მის ხმის, ელვა ციური რისხვის, კედელზე სისხლის მისხმის… ვერ წაშალესო დღემდე კედლიდან კვალი სისხლის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი