განძეულის გატაცება ბათუმიდან


#ლექსები

ეს ლექსი ერთი პოლემიკის შედეგად დაიბადა.
დღემდე არასოდეს ჩავღრმავებივარ 1918-1921 წლის ამბებს. ვიცოდი, ყველა ქართველი ინტელიგენტივით, რომ სწორედ დროის მაგ მონაკვეთში  ქართულმა კულტურამ არაერთ წარმატებას მიაღწია სხვადასხვა სფეროში. ბოლოს და ბოლოს ქართული პოეზიის ყველაზე მნიშვნელოვანი კრებული, აუღებელი სიმაღლე, გალაკტიონ ტაბიძის ,, არტისტული ყვავილები” გამოიცა 1919 წელს.
  ვიცოდი, რომ მაგ დროს შეიქმნა ჩვენი კონსტიტუცია და გვყავდა  პირველი პრეზიდენტი, ნოე ჟორდანია და  ეს სავსებით მყოფნიდა.
ახლა მეტ მასალებს რომ გავეცანი თანდათანობით, დილემის წინაშე აღმოვჩნდი!
  საქართველოს იმ დროს  კარგი გენერლები ჰყავდა,  სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ახალგაზრდები თავს სწირავდნენ მისთვის, მაგრამ თავს ზევით ძალა აღარ იყო, დავმარცხდით ბოლშევიკებთან  … ბოლშევიკები რომ ამის მერე  დაუნდობელ სადამსჯელო ეტაპზე გადავიდოდნენ,  ეს ყველასთვის ცხადზე უცხადესი იყო.
მთავრობა ძირითადად ბათუმით გაიქცა ( ნათები საზოგადოების ნაწილი თურქეთიდანაც გავიდა ევროპაში,( მაგ  გიგუშა ერისთავისა და სხვათა ოჯახები) 
მთავრობამ  თან გაიტანა საქართველოს განძეული.
გადარჩენა უნდოდა და გადაარჩინაო, ჩემთან მოკამათე მხარემ თქვა. კი ბატონო, დავუშვათ გადარჩენა უნდოდა, იმ ხალხზე რა ვთქვათ?
თუნდაც ჟორდანიას პირად მდივან გალაკტიონ ტაბიძეზე?
ის ხალხი ხომ  შეატოვეს  მძვინვარე ბოლშევიკებს, გადარჩენა არ იყო საჭირო?
რა უნდა ექნათო? ბოლშევიკები ოჯახიანად ამოწყვეტდნენ და განძსაც დაეპატრონებოდნენო- ამაზე მიპასუხეს.
რა და საკუთარი თავისა და ოჯახის, ასევე განძის გადარჩენაზე კი არ უნდა ეზრუნათ, … კარგი,  მარტო ოჯახები გაეხიზნათ… ბოლომდე უნდა მდგარიყვნენ ფიზიკურად იმ ხალხთან, ვინც მაშინდელ , ბოლშევიკურ რეპრესიებს შეეწირა, მაგრამ  რეალური განსაცდელისას საკუთარი ტყავი უფრო ახლოა,  არა?
სწორედ ამან დამაწერინა ეს ლექსი!

# ლექსები
ნინო დარბაისელი

განძეულის გატაცება ბათუმიდან

მე არ მიყვარს ჟორდანია, 
 აქ  - სიმართლე და იქ - ცა!
ჯერ ხომ ხალხი  გამოიხმო, 
წაგებულზე - გაიქცა!

ბოლშევიკებს ზავზე მელნით 
ხელს უწერდა (არ ენდნენ?)  
მოზეიმე სისხლისმსმელნი
ვინმეს შეიბრალებდნენ?

იქნებ უნდა ვათარიღო?
მოკირკიტე  რატომ ვარ? 
განძეული - თან წაიღო,
ხალხი - მტერს შეატოვა.

ხალხს ჰგონია თავის ნება,
ხმა თუ ესმის  ლიდერის,
ფარასავით ედევნება,
საითაც კი მიდენის.

ამოწყვიტეს სრულად ერი,
მაღალი თუ დაბალი,
გაწყდა ნორჩი თუ ბებერი, 
სისხლმა ფარა მთა-ბარი.

 მთავრობამ კი   ოჯახი და 
ტყავი დაგაირჩინა.
ლევილს დადგნენ.  იქ ჯახითა
შურმაც  თავი იჩინა.
(ზოგს   ხომ ცოლმა უჩიჩინა,
ზოგსაც - ჰქონდა ,,პრიჩინა”)

მთავარია, თურმე  ძნელ დროს 
განძი რომ გაიტანო?
ხალხს - უტოვებ დღეს საავდროს, 
აზროვნების ტიტანო?!

მომრიდენი იყვნენ რისკის,
ზრახვასაპატიონი?!
აქ დატოვა მდივანიც კი, 
თავად გალაკტიონი!

გული წარსულ დარდებს მიაქვს,
ისრად ეს გარჭობია - 
- დასკვნა - ცოცხალ ადამიანს - 
ოქროული  სჯობია?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი