ფიქრის დავითები და
ნინო დარბაისელი ფიქრის დავითები და *** ფიქრის დავითები და ფიქრის - სულამითები, აწმყო - გაუხარელი, მომხიბლავი - მითები. გაურბოდი ამ ყოფას, მითებს სულ ამით ები. მაინც რაა ცხოვრება, თან ვერ იტან, თან - ელი; იყოს პარიზელი და გინდაც, მაგადანელი, ირგვლივ - ყველა ორპირი, ყველა - გაუტანელი.. მოციქულნი სატანის! რას გერჩიან, წლებია? “ვაის!” გამოუძვრები?! - “ვუი!” შენაცვლებია, სულ - გადასატანია და სულ - გასაძლებია… მაგრამ იქნებ სხვებისთვის თავად შენ ხარ ავი და არმისანდო თავიდან - შენ - ხარ უმართავი და არკვევ, ამასობაში - ეს ცხოვრებაც გავიდა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი