ცხრა ძმის რეტრო, (სარ-კასტური)
ნინო დარბაისელი ცხრა ძმის რეტრო (სარ-კასტული) -დედი, მაგ შენს უბეში ნეტა რა ნაყოფია? - თხილის ერთი მარცვალი, ცხრა ძმის გასაყოფია. - თხილის გული - უბეში რაღა შესანახია? - რომ გადავცე, სუყველა ერთად დასანახია, თავი ვერ მოვუყარე, ვიცი, დასაძრახია. - არ ამძაღდეს ამდენხანს უიმედო ტარებით! - ჰო, დრო გადის ამდენი ხრიკების ჩატარებით, ამაოდ ჩაბღუჯული დროშის მსხვილი ტარებით, წრეში ჩაკეტილები - უქმად დავეტარებით. -ერთი თხილი, მითხარი, ცხრა ძმამ როგორ გაიყოს? - როგორ?! - ერთმა მათგანმა მსხვერპლი უნდა გაიღოს, ოღონდ რისკი იმისი ვინმემ უნდა აკურთხოს, როგორც ტატო იტყოდა, განა ძმები “ა-კურ-თხოს”, მძაღე თხილი დაღეჭოს, დანარჩენს - შეაფურთხოს! ჰოდა, მიდის ფურთხება, წყევლა-კრულვა, კამათი… დამნაშავე ვინაა?! ვინ და… დედა ამათი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი