ხსოვნა პირველი სიყვარულისა
ნინო დარბაისელი ხსოვნა პირველი სიყვარულისა მას უყვარდა ბალახის ღერის მინდვრად არჩევა… (ამ ლექსს გასართობად ვწერ, სხვა ლექსებში არც შევა). მოწყვეტილი იმ ღერის კბილებშუა მოქცევა, და ღიღინი სიმღერის - ჩემთვის საამო ქცევა. როგორ ლაპარაკობდა?! - უცნაური ყოვნებით. შევცქეროდი პირღია, ვგრძნობდი, რა მიყო ვნებით? სხვა რამ დადებითები? კიდევ რამ მომაწონა? თმა იმისი ხუჭუჭი? იმისი ზომა-წონა? სიყვარული - პირველი, გრძნობის მალამოა…. ტანს? დაწყებული ზაფხულში, სექტემბრამდე მოატანს… თუ სროლაში მარდი ხარ, შორს მიფრინავს ძლიერ ქვა. რაც მახსოვდა, გითხარი…აღარ მახსოვს, რა ერქვა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი