ლამაზი ქალი არასოდეს უნდა დაბერდეს


ესეც დედიკოსთვისაა

#ლექსები
ნინო დარბაისელი

ლამაზი ქალი - არასოდეს უნდა დაბერდეს

ვარდი - უწყლო და დასრესილი კაბა ,, ჯივენჩი”,
სანთლად ჩამწვარი, დაჭმუჭნული ტრფობის წერილი - 
თვალწინ მიდგება, შენს ძველ ნაცნობს არაფერს ვერჩი, 
 თავისა მიჭირს, ვარ სიბერისკენ გადაფერილი.

-იცი, რა გოგო იყოო ადრე?!
ერთ ბებერ ქალზე შეუხედავზე
მითხარი, სიტყვა ვერ შემოგკადრე.
 ეგ სიტყვები  კი ღიმილით მავსებს.

თქვენს შემხედვარეს -   სევდა  მაჩნია.
ჟამს ატანთ სახეს, ღიმილს თუ ფერდებს,
მე - რა, ცხოვრებაც მიჟამიერდეს,
ვსევდიანობდე,  გულიც მიმღერდეს!
მე  სიბრძნის წიგნთა ვუჯერებ გვერდებს:
  სიცოცხლეს - სხვა გზა არ გააჩნია.

და მაინც ვიტყვი  მე გაჯიქებით,
ბევრი გარჯილა თქვენი შექებით,
სხვათა ხსოვნაში რად  ილექებით?!
გადღეგრძელებენ სავსე ჭიქებით:

ლამაზი ქალი - სულ წარუვალ მუსიკად ჟღერდეს,
ლამაზი ქალი არასოდეს უნდა დაბერდეს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი