რძე
ნინო დარბაისელი რძე გიყვარდა ხოლმე გამოთქმანი ესევითარი, რომ “შვილის გაზრდა - ასადუღარი რძესავით არი”. დაადგამ, ელი და არ იძვრის, ფიქრად მოგივა, რომ რაწამს სხვაგან გაიხედავ, იქ - გადმოგივა?! ვინ ჰკითხავს დედას, რა გინდაო, ვინ ვშვათ და რა ვშვათ? შემოგაბერდი და ამ დღემდე შემოგრჩი ბავშვად. შენს ნაოცნებარს ასცდა ჩემი ზეგარდმო ბედი და სადაც თვალი ამაცილე, გადმოგივედი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი