ჩემს ისრაელს


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ჩემს ისრაელს

ხვალ - არ ვიცით,  ვის რა ელის,
დღეს - ვალი გვაქვს ისრაელის.
სახილველად?! - ახალია.
ომი?! - მიდის რახანია,
დღეს გავიგებთ, ვინ - რანია.
ვინ - გაჭიმა ყირანია.
უკრაინის ბედიც წყდება,
 ყველას როგორ  “ავიწყდება”?
ისრაელო, შენ ხარ მცველი
სამყაროსი  - ძველის- ძველი.
ყველას როგორ განვუმარტო,
რომ ყველასთვის იბრძვი მარტო?
 ქვეყნის რისხვა - ირანია.
და ირანის ტირანია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი