გაზაფხულური
ნინო დარბაისელი გაზაფხულური გაზაფხულია, გადამსკდარა ორად ლებანი. გაღვიძებულან სუნები და სურნელებანი. ნაზამთრალ სენებს უდგათ ჟამი გამოღვიძების, პანაშვიდები ბიცოლების ანდა ბიძების ახლა წამოვა. გაჭირვებით და ჭირთა თმობით გადაღლილები - იხარებენ გარეთ დათბობით. მომრავლებულა გასაყიდი ყოჩივარდები. სენტიმენტები მეძალება, დარდში ვვარდები. ქურქები ანდა ქურთუკები - ხელთათმანები- ქუდებიც - ჩრჩილებს - დღემდე ხელიხელსაგოგმანები. მოიჩითება წვრილყვავილით მინდორ- ველიო. ჩიტებს მოიხმობს - სამიმოზე- საკამელიო. შენთვის კი არა, თავმოსადრეკიც არ მაქვს, ველიო, იესო, სოროც არ დარჩება რამ, სამელიო. რა ადვილია, ახლა გული აიყოლიოთ! ეზრას რომ უთხარ სასტიკიაო, გახსოვს, ელიოტ?! - - აპრილის თვეზე. გინდათ ის ხსოვნა ისევ სვათ, ლიოთ? მარტზე კარგის მთქმელთ - გაზაფხულები არ დაელიოთ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი