კროჭი
#ლექსები (ჭ - ლოკ. თანხ.-ია. ენაში, არცთუ ფართოდ გამოყენებადი. მისით ბგერწერული თამაშები - სახალისოა!) ნინო დარბაისელი კროჭი (ეს პირველი შემთხვევაა, ცვლილება მაქვს ლექსში მყისი, მთელი ტექსტი დავასრულე, დავამატე დასაწყისი. დედაჩემმა ლექსი ნახა, იქოქოლა, იწიწინა. -დედი, კროჭი - სამკაულის ყუთს გვირქვია პაწაწინას.) თუშ-ფშაური, დიალექტი - საგანძური არის ენის. მშობლიური - თუკი გიღირს, უცხოს - ვინ რას შემოგტენის! ზოგი არის ნებიერი, მოქარგული უყვარს კროჭი, დადის მორთულ-მოკაზმული, რა - სიბერე, რის - ნაოჭი! გიყვარს სარჭი? გასარჭობი? მოსახვეჭი? მოსაბოჭი?! რომც იწვალო, ვერ დაიტევ, თუ მოზრდილი არ აქვს კროჭი. ზოგი კროჭში ბროჭს აურევს, შეცდომაა რამ საჭირე! კროჭი სხვაა, ბროჭი - სხვაა, ბროჭს - გულდაგულ მოუჭირე! ორკროჭობა - სხვას უძრახე. აჭყვიტინდი, როგორც გოჭი? შეგშურდა თუ დაუწუნე?! - თუ მოგინდა კიდევ კროჭი? ორკროჭობა - განუკითხე, თითქოს მტერი გაგეკოჭა, სხვას - ორობა გაუკილე, მერე იყავ მრავალკროჭა! მთლად უკროჭოს რაღა უნდა?! - ეძებს ყელზე მოსაყროჭებს? მოუხდება კარგი ჭოჭი, ალბათ ვინმეც დაუჭოჭებს! მინდა ვუთხრა კროჭიანებს, უჭოჭმანოდ შესაბოჭებს, ბროჭებს კარგად მოუჭირეთ, გაუფრთხილდით თანაც კროჭებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი