ცაცხვი


გუშინ ანა ახმატოვას ლექსის  ,,ზაფხულის ბაღი” თარგმანი დავდე და მინდოდა მეჩვენებინა, რომ ლექსში ასახულია პეტერბურგის ზაფხულის სასახლის ბაღი და თუ მთარგმნელმა ეს არ იცის, თუ ვერ მიხვდა, რაზეა ლაპარაკი, არაფერი გამოუვა-მეთქი.
 სამეფო ცაცხვის  ფოტოს ძებნაში ჩემი ძველი, ათი წლის წინანდელი ლექსი ვიპოვე ცაცხვზე. დედას ვფიცავარ, საერთოდ არ მახსოვდა😊

https://urakparaki.com/?m=4&ID=86703&fbclid=IwQ0xDSwLR9W9leHRuA2FlbQIxMQABHgn95ELKlL0Ot8iF0Y8Q2y_tRkSb_K7_K6f0ZLy-l8lReFWNKegg0VJQoq43_aem_DiKoKFpxC_m-CZP7LOUamg

ნინო დარბაისელი

ცაცხვი 

- სად ნაკადული მოედინება
და ბალახს უყვარს აბიბინება,
ამ გაზაფხულზე ჩემო დარგულო
ხეო, დობილად მინდა მიგულო.
ჩემსავით ვინმე შემოგევლება?
ბევრი არ გინდა, - ხელის შევლება
და თუ უფალმა ასე ინება,
მთელს არემარეს მოეფინება
შენი სურნელი, შენი მშვენება,
მე რომ მოვკვდები, რა გეშველება! ...

-დღეები უდგას რადგან სადაგი,
ვიდრე მიიღებს ეს ნიადაგი,
დობილი ისე მყავს მონდობილი,
მომელის მუდამ გარინდებული,
მაგრამ ეს ტანი რომ დაიჭიროს,
ჩემში რას ნახავს მალე საჭიროს.
თითქოს ვიღაცის ვარ გადამრჩენი,
მიზეზს დავეძებ ცოცხლად დარჩენის.
მკვდარმა ინაღვლოს თავისი, შვილო,
მოინახება ცოცხლის საშველი!

2015

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი